ამჟამად ვეხმარებით

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურაბ გაბუნია
გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
ერთად #ბექასთვის
ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია, ბექა, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები უკვე დაირაზმნენ მტრის დასამარცხებლად, ეს უფრო რთული და ხანგრძლივი ბრძოლაა, ვიდრე ყველა უკვე გადახდილი ერთად. ამიტომ, მეტი "მებრძოლის" მობილიზებაა საჭირო, ბექას თქვენც უნდა დაეხმაროთ, ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ ბავშვობაში და ჩვენი წილი "კუბიკებით" ბექას სიცოცხლის კედელი ავაგოთ.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ოჯახის ისრაელში მგზავრობა უკვე დააფინანსა, ბრძოლა ირსაელიდან, შიბას კლინიკიდან იწყება! ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად 350 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო და ჩვენ ამას შევძლებთ! ჩვენ ხომ არაერთხელ მოგვიგია ბრძოლა ბოროტთან! სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს! ამიტომ მე, შენ, ჩვენ ერთად #ბექასთვის!!!
ბექას დაიკო, ირინა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:
"ბექა...ბექა...ბექა...ადამიანი რომელზეც შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო.
ბექა-ჩემი მზის სხივებიდან ერთ-ერთი.
ვიცი რაც არ უნდა დავწერო ყველაფერი ბანალური იქნება,მაგრამ არ შემიძლია ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვა.ბექას გარეშე ჩემი ცხოვრება უაზროა. ყველაზე მეტი ალბათ ზუსტად მასთან მაქვს ნაჩხუბარი,მაგრამ ალბათ ორივე ასე გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ სიყვარულს.
მახსოვს როცა ვბრაზდებოდი სულ წერილებს მიწერდა და ჩემი ოთახის კარებში შემოაცურებდა ხოლმე. წერილში კი ეწერა:”ირინე მიყვარხარ და ბოდიში”.
მახსოვს გაწამებული ზაფხული “ჩიპოლინო”-ს რომ ვკითხულობდით ჰამაკებში წამოგორებულები.
“წრიპა ბიჭის დღიური”-მან რომ დამაინტერესა და ერთად რომ განვიხილავდით.
და რათქმაუნდა ომლეტი-რომელსაც ყოველდღე მთხოვდა გამიკეთეო.
ზამთარიც არანაკლები გვქონდა-არასდროს არ დამავიწყდება ის ერთი კვირა თხილამურებზე სრიალს რომ ვასწავლიდი.იმდენად მონდომებული იყო,რომ შემდეგ კვირას უკვე დამოუკიდებლად სრიალებდა.
მის გამო არ მახსოვს სასტუმროს რომელ ბინაში არ დავაკაკუნე რომ მეპოვა,როცა სინამდვილეში “ძმაკაცებთან” ერთად “შტაბს” აშენებდა.
არასდროს დამავიწყდება სახლში მეგობრები რომ მომყავდა და სულ რომ შემოდიოდა;მაღაზიაში რომ მივდიოდით და სულ რომ რაღაცას გვაბარებდა.
არასდროს დამავიწყდება ერთად აწყობილი ლეგოები.
არ დამავიწყდება ის მომენტი “სპანჯბობი”-ს ერთი და იმავე სერიას მეათასეჯერ რომ ვუყურებდით და ჩვენი გაკეთებული დამწვარი პოპკორნით რომ ვტკბებოდით.
არ დამავიწყდება ის მომენტი სკოლის დერეფანში რომ ჩავივლი და უკნიდან გაბრწყინებული თვალებით რომ შემომძახებს.
უბრალოდ ერთ დღესაც მის მზის სხივებს ღრუბელი ჩამოეფარა სახელად-ლეიკემია. ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ ამ ბოროტი ღრუბლის მოშორებაში და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შევძლებთ"
0 901 901 996 ზარის ღირებულება 1 ლარი!

დონაციის შედეგები

23.10.2018
3
13.10.2018
21
10.10.2018
31
09.10.2018
5
28.09.2018
10
23.09.2018
3
21.09.2018
5
20.09.2018
23
19.09.2018
100
14.09.2018
10
ჯამური თანხა : 3826

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge