ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

მას ხან ვირუსზე და ხან კუჭის პრობლემებზე  მკურნალობდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამიკოს საშინელი დაავადება – მედულობლასტომა – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა“ - გვწერს 11 წლის ამაიაკ მანუკიანის მამა.
მას შემდეგ 5 წელია გრძელდება ამიკოს მკურნალობა საქართველოში თუ საზღვარგრეთ, იყო დრო, როცა ექიმები იმედს ვეღარ აძლევდნენ ამიკოს მშობლებს, რომ პატარა ბიჭი გადარჩებოდა, სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ამიკოს მენინგიტი დაემართა, სასწრაფოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. 3 თვე იწვა თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში და ებრძოდა სიკვდილს. მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ამიკო გადარჩა! ...ამიკოს სიცოცხლე სასწაულია - ამბობენ ექიმები, საოცარი ბიჭია ამაიაკი, მებრძოლი, ძლიერი, კეთილი და იმედით სავსე.
5 წლის განმავლობაში ოჯახი სხვადასხვა გზით აგროვებდა  სამკურნალო თანხებს, ყველაფერი გაყიდეს, ღია ცის ქვეშ დარჩნენ,  საქართველოში არსებული თითქმის ყველა პროგრამა, ფონდი თუ აფინანსებდა ამიკოს მკურნალობის და ოჯახის არსებობის ხარჯებს.

„როცა ამიკო საავადმყოფოში 8 თვის განმავლობაში იწვა, მე მის გვერდით ვიყავი, სკამზე დამჯდარს მეძინა, არ ვჭამდი, რომ ფული დამეზოგა და ჩემი ბიჭისთვის სათამაშო მეყიდა. ვიცი, ეს ტკივილს ვერ შეუმსუბუქებდა მას, მაგრამ ამიკო ისეთი ბედნიერი იყო... მისი გახარებული თვალები მე სიცოცხლის და ბრძოლის ძალას მაძლევდა! ყველას უდიდესი თხოვნით მოგმართავთ, თუ გაქვთ საშუალება დაეხმარეთ ჩემს პატარა ბიჭს. ორი წლის განმავლობაში მან ისეთი განსაცდელი გამოიარა და  ისეთ ტკივილებს უძლებდა,  რაც დიდი ადამიანისთვისაც ძნელი გადასატანია. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ, რომ ბავშვის საცხოვრებელი პირობები ცოტათი მაინც გამოვასწორო, ვოცნებობ, რომ ამიკოს ყოველთვის ჰქონდეს საკვები და წამალი" - ამბობს ამიკოს მამა.
ამ ეტაპზე ამიკო უკეთაა, მას სისტემატიურად უტარდება საკონტროლო კვლევა და მუდმივად მედიაკმენტოზური მკურნალობის ქვეშაა.

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge