ამჟამად ვეხმარებით

ელენე მერმანიშვილი

ელენეს შესახებ მისი გმირი დედა გვიყვება: 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
დემეტრე ჭელიძე

"4 წლის დემეტრეს მოულოდნელად  ცხელება დაეწყო. სიცხეები მერყეობდა 38.5-39 გრადუსამდე და ის იმყოფებოდა სიცხის დამწევის (ნუროფენი) ზემოქმედების ქვეშ, რასაც ექვემდებარებოდა და სიცხეებს შორის თავს გრძნობდა კარგად.

სასწრაფო დახმარების ექიმის რეკომენდაციით გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, რის მიხედვითაც ლეიკოციტების მაჩვენებელი იყო 2.29 (2290) და გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალში ჩაუტარდა განმეორებითი კვლევა ანალიზების სახით და სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით ლეიკოციტების მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიწია და შეადგინა 1.8 (1800). დემეტრეს  ანტიბიოტიკის გადასხმა დაუწყეს, თუმცა ცხელება ისევ გრძელდებოდა და სიცხის დამწევის მოქმედების გასვლისთანავე იმატებდა და მერყეობდა 39-დან 40 გრადუსამდე. 60 საათის გასვლის შემდეგ, 15 ივლისს, მას გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი განმეორებით. ლეიკოციტების დონე იყო 2.0 (2000).

15 ივლისს, ჰემატოლოგის გადაწყვეტილებით, მას გაუკეთდა სწრაფი ტესტი ლეიშმანიოზზე, შედეგი იყო უარყოფითი.

16 ივლისს დემეტრეს ჩაუტარდა მკერდის ძვლის ტვინის ბიოფსია, რის მიხედვითაც გამოირიცხა სისხლის ინფექცია და მას დაუდგინდა ლეიკემია.

17 ივლისს, სხვა კლინიკაში, მას დაეწყო დეტალური კვლევა, რის შედეგადაც დემეტრეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია.

შედეგად, მას დაეწყო მკურნალობის კურსი, 2002 წლის პროტოკოლით, რაც წარმოადგენს მოძველებულ მეთოდს. გარდა ამისა, საქართველოში მკურნალობის გვერდითი მოვლენების თანამედროვე მიდგომები არ არის დანერგილი, რაც ძალიან კრიტიკულია აღნიშნული დაავადების მკურნალობის დროს, გართულებების თვალსაზრისით. ასევე საქართველოში ვერ ხერხდება ძვლის ტვინის გენეტიკური ანალიზის აბსოლუტური სიზუსტით ჩატარება, რაც ასევე კრიტიკულია ზუსტი დიაგნოზის და ლეიკემიის ტიპის დასადგენად.

ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე ბავშვისთვის დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობის კურსის გერმანიაში ჩატარება, რადგან გერმანიას გააჩნია დიდი მიღწევები ონკო ჰემატოლოგიის სფეროში და მკურნალობისას გამოიყენება უკანასკნელი პროტოკოლი. შედეგად შევარჩიე კლინიკა ქ. ჰერდეკეში, რომელიც მდებარეობს ქ. დიუსელდორფთან ახლოს" - თეიმურაზ ჭელიძე, ბავშვის მამა
ჩვენი ფონდის დახმარებით დემეტრე მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებს, თქვენი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ პატარა ანგელოზს.
ანგარიშის ნომრები: 
 თიბისი ბანკი
GE83TB7305136515100021 GEL
 GE73TB7305136615100023 USD
 GE46TB7305136615100024 EURO
საქართველოს ბანკი
GE40BG0000000100536128

მიმღები: მამა - თეიმურაზ ჭელიძე

პირადი ნომერი: 01024022612

 

დონაციის შედეგები

17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge