5 წლის სანდრო
მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ექიმთან პირველივე კონსულტაციის შემდეგ
აღმოჩნდა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა
ჰქონდა. დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელი გახდა მისი
თურქეთის კლინიკაში გადაყვანა,
დიაგნოზიდან გამომდინარე,
სამწუხაროდ მისი მკურნალობის საქართველოში ჩატარება შეუძლებელია. იგი
ამჟამად თურქეთში გადის მკურნალობას, სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით,
მას უნდა ჩაუტარდეს ექვსთვიანი ქიმიოთერაპია, ხოლო თერაპიის შემდეგ
იგეგმება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის საჭირო
ოპერაცია.
სანდრო მკურნალობას სტამბულში, Koc university Hospital-ში აგრძელებს, მსხვილუჯრედული დიფუზური ლიმფომის დიაგნოზით (B cell Lymphoma). სიტუაციას ართულებს მისი თანმდევი იმუნოდეფიციტი და ეპშტეინ ბარრის ვირუსი, ამის გამო რეანიმაციაშია, ლიმფომა პროგრესირებს და მოდებულია ღვიძლზე, ფილტვზე და ნაწლავზე კვანძების სახით, რაც იწვევს შიდა სისხლდენას. რის გამოც ფერხდება ქიმიოთერაპია.
"აქამდე რაც შევძელით ოჯახმა და ახლობლებმა, არის ის, რომ წავიყვანეთ ამ კლინიკაში, რადგან საქართველოში ვერ დაადგინეს დიაგნოზი. ახლა კი კოლოსალურ თანხებს აღწევს ხარჯები და ამიტომ გთხოვთ დახმარებას, რათა არ შეჩერდეს სამედიცინო პროცედურები. დღეის მდგომარეობით 145.000 დოლარის საჭიროებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენ ფონდს რისი საშუალებაც ექნება, იმ მცირედ თანხას მივიღებდით სანდროს სიცოცხლის გადასარჩენად" - გვწერენ სანდროს ოჯახის წევრები.
მეტი ინფორმაცია სანდროს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფბ ჯგუფში
https://www.facebook.com/groups/202448704885997
დახმარების მსურველებს გთხოვთ გამოიყენოთ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში დონაციის ღილაკი.