ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

დაკარგული სიცოცხლე
ლუკა ვარდანიანი, 8 წლის, დიაგნოზი - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.მკურნალობს 2 წლის ასაკიდან, ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეულ იქნა რემისია, თუმცა მოგვიანებით მოხდა დაავადების რეციდივი. ექიმების გადაწყვეტილებით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მიზნით ლუკა ვერონას კლინიკაში გაიგზავნა. ფონდი უზრუნველყოფს ლუკას და მისი დედის ტრანსპორტირებას იტალიაში. ასევე სასტუმროს ხარჯებს სრულად დააფინანსებს.
გიორგი ბიბილური 7 წლისაა, 2013 წლიდან მკურნალობს დიაგნოზით მარცხენამხრივი ვილმსის სიმსივნე, მე-4 სტადია, მეტასტაზებით, ლაიფმედის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ სიმსივნური წანაზარდი ზომაში შემცირდა, მეტასტაზები ალაგდა, ქირურგის გადაწყვეტილებით დაინიშნა ოპერაცია.
ბარბარე ავალიანი 2008 წლიდან ებრძვის სიმსივნეს. ის ახლა 13 წლისაა. დიაგნოზი უცვლელია, ნათხემის მარჯვენა ჰემისფეროს სიმსივნე. ხუთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა თურქეთის აჯიბადემის კლინიკაში. ბარბარეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, პერიოდულად მისი მდგომარეობა მძიმდება
მარიამ გუჩმანიძე 2 წლის ასაკში, გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ ავად გახდა. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პატარას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია, მარჯვენამხრივი ნეფრექტომია,  რის შემდეგაც მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მეოთხე სტადიის ნეირობლასტომა
მარიამ პარასკებაშვილი იშვიათი ანომალიით დაიბადა - ნაღვლისა და სანაღვლე გზების ატრეზია, 6 თვის პატარას თურქეთში, იზმირის კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექვს თვეში ერთხელ კონსულტაციისათვის ბავშვი მკურნალ ექიმთან თურქეთში დაჰყავდათ და მდგომარეობაც ნორმალური იყო.
მათე ჭანტურიას 4 თვის ასაკში ექიმებმა თავის ტვინის დაუზუსტებელი, გაურკვეველი ქცევის სიმსივნე აღმოუჩენის, ახლა ის ერთი წლისაა და ჯერ კიდევ განაგრძობს მკურნალობას თურქეთში, ანკარას ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტე კლინიკაში.
მერაბ (ბუკა) ნიკურაძე 8 წლისაა, 5 თებერვალს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, 2 თვეზე მეტია ბუკა და მისი დედიკო იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებაში ცხოვრობენ, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსი უკვე ჩაუტარდა, რის ფონზეც მდგომარეობა გამწვავდა, განვითარდა მედიკამენტოზური ციტოპენია  და პატარა ბუკა რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.
13 წლის ნინო კაკაშვილს 3 თვის წინ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. იაშვილის კლინიკაში მას ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა და ამჟამად რემისიაშია.

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge