დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე
ჩაინიშნა. გიმნაზია " შავნაბადას" სცენაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის
მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი "ბრემენელი მუსიკოსები"
ითამაშეს.
პატარა მსახიობების წარმოდგენაზე პირველად გაიყიდა ბილეთები
მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად: ბავშვები - თანატოლების
სიცოცხლის გადასარჩენად!
სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდში ლეიკემიითა და სიმსივნეებით დავადებული ბავშვების
დასახმარებლად.
გიმნაზია "შავნაბადა" მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების
ჩატარებას და ფონდთან თანამშრომლობას. ჩვენი ფონდის გადარჩენილი
პატარა გოგონა, დღეს ამ სკოლის მოსწავლეა, სწორედ მისი ინიციატივა
დაედო საფუძვლად ამ ლამაზ საღამოს.
მადლობა სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, მშობლებს და პატარა
"შავნაბადელებს" ფონდის თანადგომისა და ქველმოქმედებისათვის. თქვენ
სიცოცხლე გადაარჩინეთ!
ამჟამად ვეხმარებით
გიმნაზია "შავნაბადა" - ჩვენ კიდევ ერთი მეგობარი შევიძინეთ
დონაციის შედეგები
05.07.2026
10
28.06.2026
200
06.06.2026
400
09.05.2026
500
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
25.11.2025
100
17.11.2025
80
ჯამური თანხა : 12314.2
