აპრილის თვეში "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა"
კიდევ 33 ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეძლო, რაც თანხობრივად
46 708 ლარს შეადგენს.
პაციენტებსა და მათ მშობლებს დაუფინანსდათ მგზავრობა და საცხოვრებელი
თურქეთში და გერმანიაში, პაციენტებს შევუძინეთ მედიკამენტები,
დაფინანსდა ტომოგრაფიული კვლევები
და სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული სხივური და
ქიმიოთერაპიები სრულად ანაზღაურდა ფონდის მიერ. მადლობა თითოეულ
შემომწირველს, რომ არა თქვენ, ჩვენ ამას ვერ შვძლებდით. დღეისათვის
სულ 147 ბენეფიციარი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას, მათ შორის 10
პაციენტს მუდმივად ესაჭიროება დაცვითი თერაპიისათვის საჭირო
მედიკამენტი თიოგუანინი, რომლის ღირებულება თითი პაციენტისთვის 3500
ევროს შეადგენს, გარდა ამისა კიდევ 4 დასახელების მედიკამენტი
გვესაჭიროება მუდმივად, რომლის შეძენაც საქართველოში არაა
შესაძლებელი. ამიტომ თქვენი თანადგომა კვლავ ძალზედ მნიშვნელოვანია
ჩვენთვის.
ჩვენს ვებგვერდს დონაციის ღილაკიც დაემატა. კვლავ ჩართულია
საქველმოქმედო ზარი 0901080806
და ანგარიში საქართველოს ბანკში:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
გმადლობთ თანადგომისათვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს
გადავარჩენთ!
ამჟამად ვეხმარებით
აპრილის თვის ანგარიში
დონაციის შედეგები
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
25.11.2025
100
17.11.2025
80
23.09.2025
100
05.09.2025
5
01.09.2025
20
29.07.2025
10
ჯამური თანხა : 11204.2
