ელენე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია, აპლიკაციებით მოდელების შექმნა კი მისი ჰობია. ეს ჰობი ელენესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, როცა მას მოუწია პატარა ახლობელზე ზრუნვა გერმანიის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა კლინიკაში. მისი ნამუშევრების უმრავლესობაც სწორედ აქ შეიქმნა და აქვე გაჩნდა იდეა მათი საქველმოქმედო მიზნით გამოფენის.
თუ ეწვევით გამოფენას და შეიძენთ ელენეს ნამუშევრებს, თქვენ დაეხმარებოთ ,,დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის’’ პატარა ბენეფიციარებს.
