ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

როცა ოცნებას სიცოცხლე ქვია

შენ თუ მკითხავ, რა არისო ამ ქვეყნად ყველაზე სევდიანი, მე გაჩვენებდი ფანჯრებს, ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრებს... და კიდევ ფერადი სათამაშო კუთხე, ყველაზე სევდიანი ამ სამყაროში, იქ სხვანაირად თამაშობენ, დღეს თამაშობენ, ხვალ ცოტას, მერე...  და ეს ნაწერიც იქნება თავიდან ბოლომდე ემოცია,შიშველი ემოცია...და ბავშვები...
დედამისმა თმის რეზინები დამიბრუნა, ნუკას აღარ სჭირდებაო... თმები...ყველა ბავშვს ვინც იქ ხვდება, არ სჭირდება თმის სამაგრები... უნდა განახა ეს მშობლები, უმანდატო, უფორმო ჯარისკაცები,  დგანან, ეს სიკვდილ-სიცოცხლის მესაზღვრეები...დგანან, დგანან, დგანან და სანამ ისინი დგანან, ძალა არ არსებობს, ვერც გამოიგონებ უფრო დიდ თავგანწირვას, სიფხიზლეს…
იარეს, აქამდე ბევრი იარეს...მოიძიეს, შეაგროვეს, გააზიარეს, გაიზიარეს...ფონდები,ანონიმური ქველმოქმედება,უკან დაბრუნებული სიკეთე.... თეთრია სარეცელი ბავშვის კანივით...ჭერიც თეთრია,გადმობრუნება უჭირს საწოლზე... შენი ნებაა რას დახატავ გონებით ჭერზე, წარსულს- ტკბილს? მაგრამ ბავშვები, მათ ხომ ჯერ მოგონებებიც არ დაგროვებიათ...
მოდიან, მიდიან, გადიან..მედდები, დები.... წნევა, სიცხე, ბლასტი...რამე ხომ არ გჭირდებათ? კი...ანტიბიოტიკის ნაცვლად, პრედნიზოლონის ნაცვლად, ფიზიოლოგიურის ნაცვლად... ცოტა ბედნიერება, ცოტა, სიყვარული...
- სიცოცხლე შეუშვით ვენებში!
- არ ისხმება ეგ...
ასეთი რთული რამაა? ზურგის ტვინიდან სითხის აღება,მაგას ახერხებენ, და თურმე ბედნიერების გადასხმა შეუძლებელია...ვერ იგებენ პატარები, იგებენ ერთს, ომია, ერთი პალატის ომი...ერთი ხედის ომი,ერთნაირი ღიმილების ომი,დაბალი ჰემოგლობინით მოსაგები ომი...
ვერ უნახეს ვენა,როგორ შეიძლება ეს,  როგორ?
შეიძლება, ეს ნიშნავს ერთით ზედმეტ ჩხვლეტას...სიკვდილით დავსჯიდი,ვინც ვერ უნახა და ატკინა ზედმეტად...გამოდის რომ,მხოლოდ... ზოგჯერ გამოდის...
თუ რამე ვერ გაიგო, გზადაგზა მკითხე, მე ჩემგან ნანახით გელაპარაკები და შეიძლება დაიბნე...მაგრამ ამიხსენი,რატომ მიგყავს ბრძოლაში გამოუცდელი ჯარისკაცები, წააგებ იცოდე!!!...
წამოდგა, გაიარა, რემისია, რეციდივი...
რეციდივი ცხოვრებასაც, სიცოცხლესაც ექნება ვითომ? სადღაც...ოდესმე..ან იქნებ იმ ქვეყანაში, როგორც ჩვენ აქ სიკვდილის, ისე ეშინიათ დაბადების... მაგრამ შენ თუ რამის გეშინია.. მე შენ გაჩვენებ ბავშვებს, და შეგრცხვება, თუ კი ოდესმე რამის შეგშინებია....სეირნობას აქვს ფერმკრთალი სახის ფერი, ნელი ნაბიჯების სიჩქარე და გაცილებით უფრო სწრაფად მოსიარულე ქუჩის მანქანების ხმა... სამყარო ორ ნაწილად იყოფა , საავადმყოფოს ეზო და დანარჩენი...
ოცნებებზე ჰკითხავ?- უხერხულია ოცნებებზე საუბარი, როცა ოცნებას სიცოცხლე ჰქვია...ამასობაში დამპირდი რომ გამოიგონებენ გადასხმას...ყველა მოიგებს ომს...ქიმიურ ომს...და მერე აღარასოდეს გააცდენენ სკოლას,არ იოცნებებენ ბავშვობაშივე ბავშვობაზე...გრძელი ნაწნავებით...ფეხბურთის ბურთით დაედევნებიან ცხოვრებას...თვალები გახსოვდეს მათი!...
ბავშვებს მიხედე ღმერთო, ნუ გამაგიჟე, ბავშვებს მიხედე და ჩვენ წყალსაც წავუღივართ....
ლიკა კურცხალია
სტუდენტი ფრაიბურგიდან

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge