ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ივლისის თვის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა, ჩვენი შემომწირველების თანადგომით, ივლისის თვეში 41 ბენეფიციარის დაკმაყოფილება შევძელით, რაც თანხობრივად 49 864 ლარს შეადგენს. პაციენტებსა და მათ მშობლებს დაუფინანსდათ მგზავრობა და საცხოვრებელი საფრანგეთში, იტალიაში, პარიზში, ისრაელსა და გერმანიაში (საერთო ღირებულებით 27 371 ლარი), პაციენტებს შევუძინეთ მედიკამენტები, დაფინანსდა ტომოგრაფიული კვლევები და სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული სხივური და ქიმიოთერაპიები სრულად ანაზღაურდა ფონდის მიერ (საერთო ღირებულებით 22 475 ლარი). მადლობა თითოეულ შემომწირველს, რომ არა თქვენ, ჩვენ ამას ვერ შვძლებდით. თუმცა ეს არაა ჩვენი ერთად დგომის იდეალური მაჩვენებელი, ივლისის თვეში, არასაკმარისი თანხების გამო, არაერთ ბენეფიციარსა და ახალ პაციენტზე მოგვიწია უარის თქმა დაფინანსებაზე, ზოგი ნაწილობრივ დავაფინანსეთ, მოკლედ მარილმოუყრელი მადლივით თვე გვქონდა. 
ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გასცემს ჯანდაცვის უწყება და თბილისის მერია, შეძლებისდაგვარად რაიონული გამგეობები, დიდი წვლილი მიუძღვით მათი ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში „სოლიდარობისა“ და ბერი ანრიას ფონდებს, მადლობა მათ და მათ შემომწირველებს ამისათვის, აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მგზავრობისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯების ანაზღაურება სამი ფონდის ბენეფიციარებისათვის მხოლოდ ჩვენი ფონდის საშუალებით ხდება. ამიტომაც ჩვენი ხარჯების თითქმის 80 პროცენტი სწორედ მგზავრობის დაფინანსებაზე მოდის. ნუ მოვუკლავთ ამ იმედს მათ მშობლებს, რომლებსაც ისედაც უმძიმესი ჯვრის ზიდვა უწევთ. თქვენი თანადგომა კვლავ ძალზე მნიშვნელოვანია. ძალა ერთობაშია! შემოგვიერთდით!
ჩართულია საქველმოქმედო ზარი 0901080806
და ანგარიში საქართველოს ბანკში:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
აქვე შესაძლებელია დონაცია ერთი ღილაკის საშუალებით, რომელიც ჩვენი ვებგვერდის მთავარ გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული.
გმადლობთ თანადგომისათვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge