ქველმოქმედება მარტივია - ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ამ მოწოდებით
განაგრძობს საქველმოქმედო აქციას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების
დასახმარებლად. აქციის ფარგლებში "ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლები
პარტნიორებთან ერთად კლინიკა "ლაიფმედს" ესტუმრნენ და "დიმიტრი
ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები
გადასცეს.
ჟურნალ
"ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლებმა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის
ფონდში" ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხის პირველი ნაწილიც
გადარიცხეს.
ჟურნალი
"ოჯახის მკურნალი" აგრძელებს ქველმოქმედებას და ოქტომბრისა და
ნოემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში". ჩვენ მადლობას ვუხდით
ჟურნალის ხელმძღვანელებს, კოლექტივს თანადგომისთვის,
წარმატებებს ვუსურვებთ და ვისურვებთ ჩვენი პატარების
სიცოცხლისათვის ასეთი კომპანიები გვიმრავლოს.ქველმოქმედება მარტივია!
სიკეთე გადამდებია! შემოგვიერთდით სიცოცხლისთვის ბრძოლის
მარათონში!
ამჟამად ვეხმარებით
ქველმოქმედება მარტივია "მკურნალთან" ერთად
დონაციის შედეგები
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
25.11.2025
100
17.11.2025
80
23.09.2025
100
05.09.2025
5
01.09.2025
20
29.07.2025
10
ჯამური თანხა : 11204.2
