1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლინიკა „ლანცეტში“
ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო
საღამო - „ბავშვები ბავშვებისათვის“ გაიმართა. „ლანცეტის“
თანამშრომლების შვილებმა უმასპინძლეს
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ბერია ანდრიას სახელობის
ფონდის შვილობილებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბერი ანდრიას ფონდის ბავშვების
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა ბერი ანდრიას
სახელობის ფონდის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას
მოხმარდება.
ფონდების დამფუძნებლებმა კახა ჯანაშველმა და დედა თინათინმა
(მილედი-თინათინ ჩხვიმიანი) კლინიკის გენერალურ დირექტორთან დიმიტრი
შავდიასთან გააფორმეს მემორანდუმი, ფონდების ბენეფიციარი
ბავშვებისათვის გარკვეულ სერვისებზე უფასო მომსახურების
თაობაზე.
კლინიკის სახელით და მეგობარი კომპანიებისგან "ჭიტა" ბავშვებს
გადაეცათ საჩუქრები.
ამჟამად ვეხმარებით
ბავშვები ბავშვებისათვის "ლანცეტში"
დონაციის შედეგები
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
25.11.2025
100
17.11.2025
80
23.09.2025
100
05.09.2025
5
01.09.2025
20
29.07.2025
10
ჯამური თანხა : 11204.2
