ამჟამად ვეხმარებით
ანდრია ხუფენია

"ეს უსაყვარლესი არსება , ანდრია ხუფენიაა. აი ასე ფეხი ფეხზე გადადებული დამხვდა როცა მასთან შევედი. ეგრევე გამიღიმა და დამიწყო ლაპარაკი . იცით როგორი მხიარული და კეთილი ტიპია? აი მართლა წამებში შემაყვარა თავი.

მაჰამად ბინატოვი
3 წლის ასაკში მაჰამადს აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. გადანერგვის ოპერაცია სტამბულში, მედიპოლის კლინიკაში ჩატარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სრულად განკურნებისთვის ხანგრძლივი დაცვითი თერაპია გვაქვს წინ.
დიმიტრი ამიჭბა
დიმიტრი ამიჭბა ჩვენი ფონდის პირველი შვილობილია, ფაქტიურად ერთად ავიდგით ფეხი ჩვენ, როგორც ახლადდაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ და დიმამ, ლეიკემიისგან სრულად განკურნების შემდეგ. სამწუხაროდ, დიმას ავადმყოფობის ისტორია ამით არ დასრულდა.
თაკო კონცელიძე
თაკო კონცელიძე 7 წლისაა, 1 წლის წინ გოგონას იაშვილის კლინიკაში მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე.
გაბრიელ მაისურაძე
ეს თვალებხასხასა ბიჭი 3 წლის გაბრიელ მაისურაძეა <3
თებერვლის თვეში მას იაშვილის კლინიკაში აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მძიმე და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიზნით სასწრაფოდ ისრაელში გავამგზავრეთ.
2017 წლის ზაფხულის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 258 ბავშვს დავეხმარეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში (მაისი, ივნისი, ივლისი) შევაგროვეთ და გავეცით 62208 ლარი. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით.

ეს 4 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, ამ ბავშვების ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.

 

 

გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის აირჩიე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ვებგვერდზე www.donate.ge და დაეხმარე სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.

გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:

საქართველოს ბანკი:BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500

თი ბი სი ბანკი: TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge

დონაციის შედეგები
17.01.2018
10
22.12.2017
25
19.12.2017
10
13.12.2017
10
03.12.2017
5
02.12.2017
3
01.12.2017
5
24.11.2017
50
24.10.2017
50
20.10.2017
5
ჯამური თანხა : 2024
საკონტაქტო ინფორმაცია
599334813
media4life.ge