ამჟამად ვეხმარებით

ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურაბ გაბუნია
გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
ერთად #ბექასთვის
ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია,

2018 წლის დასაწყისი

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ხუთი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 278 ბავშვს დავეხმარეთ.


2018 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში 45-ვე შემოსული მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. აქედან 39 ბენეფიციარს დაუფინანსდა ფონდის მიერ კვლევა, მკურნალობა, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, 6 ბენეფიციარისთვის კი მედიკამენტები ჩვენმა მეგობარმა ფარმადეპომ უსასყიდლოდ მოგვაწოდა. ფონდის სახსრებიდან სულ 3 თვის განმავლობაში 40715 ლარი გაიცა. 
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 5
წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.

 

გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის აირჩიე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ვებგვერდზე www.donate.geდა დაეხმარე სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge

დონაციის შედეგები

08.08.2018
500
02.08.2018
1
01.08.2018
2
24.07.2018
80
23.07.2018
5
22.07.2018
5
19.07.2018
20
16.07.2018
30
13.07.2018
200
03.07.2018
10
ჯამური თანხა : 3481

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge