ამჟამად ვეხმარებით
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
ერთად #ბექასთვის
ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია,
ბექა ფიფია
ბექა 8 წლისაა, ის მხიარული, აქტიური, გონიერი ბიჭუნაა, უყვარს სპორტი, ფეხბურთს ხშირად თამაშობს, მუხლებსაც იტყავებს და არც მისი ჩალურჯებული ფეხი გაკვირვებიათ მშობლებს, აპრილის თვეში ოდნავ გაუმიზეზდა იარა და ექიმს მიმართეს,
მარიამ გეგუჩაძე
3 წლის მარიამს რამდენიმე თვის წინ დედამ მარჯვენა ხელზე შესიება შენიშნა. პირველადი კვლევებით ბავშვს განგლიონევრომის დიაგნოზი დაუსვეს,
ბაჩი კაკალაძე
ბაჩი 17 წლისაა, ქობულეთიდან. 2 წლის წინ, სახეზე, მარჯვენა მხარეს  მტკივნეული შეშუპება გაუჩნდა, ანტიბიოტიკების ფონზე მოცულობითი წარმონაქმნი არ შემცირებულა. ჩატარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ მესამე წელია ვებრძვით -თავ-კისრის ლოკალიზაციის ალევორალური რაბდომიოსარკომა (მე-3 სტადია).
ანა ქორფაშვილი: "მე ახლა ბევრად ძლიერი და გამოცდილი ვარ"
"არ ვიცი საიდან დავიწყო... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობა არავისთვის იყო ფარული და საიდუმლო, ამ თემაზე არასოდეს დამიპოსტავს... განვლილი 2წელი და რადიკალურად შეცვლილი ჩემი ცხოვრება... არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა გადავიტანე ამ დროის განმავლობაში, ეს მხოლოდ მე და უფალმა ვიცით..ამას იმიტომ არ ვწერ რომ ვინმე დავამწუხრო, პირიქით, ვინც ამ მძიმე პერიოდში არ დამტოვა და სულ გვერდში მედგა, ყველა კეთილის მსურველ ადამიანს, ჩემ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს მინდა ვუთხრა და ვახარო,
მე სრულიად ჯანმრთელი ვარ!
მე შევძელი და დავამარცხე ლეიკემია!..
მადლობა უფალს რომ ეს დღე გამითენა, მადლობა, რომ შემიძლია ვიყო სტიმული მათთვის, ვისაც ასეთი მძიმე ჯვრის ტარება უწევს...მადლობა ჩემს უსაყვარლეს ექიმს, ეკა იმედაშვილს, რომელიც სულ პოზიტივით მავსებდა, ჩემს ნადლიდედას ემა ბაბაჯანაშვილს და მის უსაყვარლეს და თბილ ოჯახს, ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს დავით ფუტკარაძეს, დიმიტრიცინცაძისსახელობის ფონდს, ჩემს უსაყვარლეს მამიდას ნანა ქორფაშვილს და რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს -  დედა, მადლობა რომ არსებობ, შენ შვილს აპატიე თითოეული შენი ცრემლი და მინდა ამაყობდე, რომ მე ახლა ბევრად ძლიერი და გამოცდილი ვარ!
და ბოლოს მინდა ვთქვა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ჩემი გამარჯვებით გავახარე" - ეს სიტყვები ანამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ, მანამდე კი იყო ხანგრძლივი და რთული ბრძოლა სიცოცხლისათვის,
ანას 18 წლის ასაკში მწვავე მონობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მრავალი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა გოგონას ბოლო სამი წლის განმავლობაში, პაციენტის ისტორიაში ავადმყოფობის მიმდინარეობის გრაფაში ჩაიწერა - მდგომარეობა მორეციდივო, ანამ საკუთარ უბის წიგნაკში ეს ჩაიწერა: "გრძნობა, რომელიც გიპყრობს, აუტანელია, და გაუსაძლისი. ფიქრი იმაზე, რომ მათ სიაში მოხვდები, ვის მიმართაც საზოგადოებას სიბრალულის გრძნობა ეუფლება და წუთი, როდესაც სარკეში ჩახედვისას „მას“ უკვე საკუთარ თვალებში ხედავ,
რომელსაც შეუძლია მოგანატროს ყველაფერი, სიცილიც კი, როგორც ჯანმრთელი ადამიანი იცინის, ტირილიც კი, როგორიც გჩვევია...

 

კითხვა, რომელიც ყოველთვის შენს თავშია და მოსვენებას არ გაძლევს - რატომ მაინცდამაინც მე? ალბათ იმიტომ, რომ უკეთ გესმოდეს მათი, ვისაც სტკივა, მათი ვინც შენსავით ებრძვის „მას“... ან ალბათ იმიტომ, რომ დროა ისწავლო ტკივილის ატანა, ან მიხვდე რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ყოველი დილის გათენებისთვის უფალს მადლობას სწირავდე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს  მიზეზი, ვალდებული ხარ იფიქრო კარგზე და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის, იმ იმედით, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებ."......
მაშინ ჩვენ ანას დავპირდით, რომ  ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვებდით და  ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!
თითოეულ შემომწირველთან ერთად, რომ არა თქვენი თანადგომა, ეს ისტორიაც სხვაგვარად დაიწერებოდა, მადლობა ყველას, ვინც ანასთან ერთად მოიგო ბრძოლა სიცოცხლისათვის.

დონაციის შედეგები
25.05.2018
10
24.05.2018
5
23.05.2018
50
22.05.2018
122
21.05.2018
10
14.05.2018
110
09.05.2018
10
06.05.2018
10
02.05.2018
100
30.04.2018
10
ჯამური თანხა : 2545
საკონტაქტო ინფორმაცია
599334813
media4life.ge