ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ჩემს ცხოვრებაში მარცხი არ ყოფილა - თენგო ზაკაშვილი

5 წლის წინ, 2013 წლის 12 ოქტომბერს მე დავწექი იაშვილის კლინიკაში. პირველად რომ მითხრეს ჩემი დიაგნოზი, ვერ გავაცნობიერე რას ნიშნავდა და დიდად არ შემშინებია. დედა ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მე არ მაგრძნობინებდა, სულ მეფერებოდა და მანუგეშებდა.

ყველაზე მძიმე მომენტი მაშინ დადგა, როდესაც კუჭის ოპერაცია დამჭირდა, ეს მტკივნეული იყო, ეს დღეები ყველაზე რთული იყო. როდესაც მართვით სუნთქვაზე გადამიყვანეს, დედას დანახვა მინდოდა, თვალებით ვეძებდი, მინდოდა რომ მომხვეოდა და გულში ჩავეკარი, მერე სულ ნახვის საათებს ველოდებოდი, როდის მანახებდნენ მშობლებს.... სასიხარულო მომენტებიც მქონდა, როდესაც მითხრეს იტალიის ექიმებმა საქართველოში უნდა დაბრუნდეო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩემი ბედნიერი დღე იყო, როდესაც ჩამოვედი და ვნახე ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ყველა ვინც გულთან მყავდა. ჩემს ცხოვრებაში მარცხი არ ყოფილა, ყოველთვის ჩემთან იყო უფალი და გამარჯვებული გამოვდიოდი, ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს, როგორ მედგა მთელი საქართველო გვერდში, როგორ მეხმარებოდნენ სულიერად თუ მატერიალურად.... 
დიტო  გერმანიაში მკურნალობის კურსს გადიოდა, როცა მისი სახელობის ფონდი შეიქმნა და ჟურნალისტებმა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა დაიწეს. მე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის პირველი შვილობილი ვარ. 5 წლის ვიყავი, როცა ექიმებმა თქვეს, ძვლის ტვინის გადანერგვის გარეშე ვერ გადარჩებაო. საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდებოდა. იტალიაში კი 75 000 ევრო ღირდა. ჟურნალისტებმა და კეთილმა ადამიანებმა ამ თანხის შეგროვება შეძლეს და  მე იტალიაში წავედი დონორ დედიკოსთან ერთად. მაშინ ფონდმა ჩემს დასახმარებლად 149 ათასი ლარის შეგროვება შეძლო და მე გავიმარჯვე.

თენგო ზაკაშვილი, 13 წლის.

"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი" - 15/06/18 ბილტმორი, თბილისი

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge