ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ვნახე ის, რაც, ალბათ, არ უნდა მენახა - დიმა ამიჭბა

ალბათ, ადვილი წარმოსადგენია,რა დარტყმას იღებს ადამიანი,როდესაც ექიმი დიაგნოზს ატყობინებს.ეს იყო უმძიმესი დარტყმა,ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. 17 წლის ასაკში დამისვეს დიაგნოზი-მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი და ჩემი მშობლების ცხოვრება.

5 წლის განმავლობაში,რომელიც სავაადმყოფოებში გავატარე ძალიან ბევრი სირთულის და ტკივილის გადატანა მომიწია. ალბათ, სულიერი ტკივილი ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ფიზიკური. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპიით მკურნალობას ძალიან ბევრი გართულება მოჰყვა,რაც დროში კიდევ უფრო გაიწელა. ვგრძნობდი,რომ თანდათან შინაგანი ძალები უფრო და უფრო მეცლებოდა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ცხოვრება მცდიდა და რაც კი ადამიანს შეიძლება სირთულე შეხვდეს, ყველა მე მხვდებოდა. ამაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია,მაგრამ ვიტყვი მოკლედ, რომ ვნახე ის, რაც, ალბათ, არ უნდა მენახა. ვერც კი წარმოვიდგენ,რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისთვის. ვფიქრობ, რომ ასეთ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანია იმედი, იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მზად ხარ ყველა სირთულეს გაუძლო და არასდროს დანებდე. მე ახლა პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ალბათ, გიკვირთ ამ ასკში ფონდის ბენეფიციარი  რომ ვარ, მაგრამ ჟურნალისტები შვილობილებს სრულ გამოჯანმრთელებამდე არ ტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემია დავამარცხე, მრავალჯერადი ქიმიოთერაპიის კურსმა ძვლებზე გართულება დამიტოვა და სიარული არ შემეძლო. ხუთი წელია, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დახმარებით გერმანიში სამკურნალო კურსსა და კონტროლს გავდივარ. ამ წლების განმავლობაში ფონდი ჩემთვის დაცვითი თერაპიისთვის აუცილებელ წამალს იძენდა, რომელიც საქართველოში არ იყიდება, ევროპაში კი ადგილობრივი მოქალაქეებისთვის უფასოა. ასეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი, რაც ჩვენს ქვეყანაში არ შემოაქვთ კიდევ ბევრია. 5 წლის განმავლობაში ფონდამა შვილობილებისთვის 421 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი შეიძინა.

დიმა ამიჭბა, 21 წლის
"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი", 15/06/18 სასტუმრო ბილტმორი, თბილისი

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge