ამჟამად ვეხმარებით

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურაბ გაბუნია
გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,

2018 წლის ივნისის თვის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ხუთი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად, ამ დროის განმავლობაში, 288 ბავშვს დავეხმარეთ. 
2018 წლის ივნისის თვეში 9 შემოსული მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. 9-ვე ბენეფიციარს დაუფინანსდა ფონდის მიერ კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან სულ ივნისის თვეში 28 638 ლარი გაიცა.


მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 5
წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.

 

გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის შედი ჩვენს ვებგვერდზე www.media4life.ge და მოძებნე დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულე ოპერაცია, დაეხმარე თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

დონაციის შედეგები

07.12.2018
10
01.12.2018
16
20.11.2018
5
17.11.2018
100
14.11.2018
10
13.11.2018
42
07.11.2018
300
05.11.2018
10
03.11.2018
10
30.10.2018
110
ჯამური თანხა : 4450

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge