ამჟამად ვეხმარებით
სწორი არჩევანი "მითანასგან"
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია "მითანამ", რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ბაზარზე არა მხოლოდ ხორცპროდუქტებით, არამედ განახლებული და მრავალფეროვანი ასორტიმენტით ბრუნდება, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან საქველმოქმედო მემორანდუმი გააფორმა. კომპანიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელების ინიციატივით ნოემბრიდან მარკეტებში "მთანას" ოთხი სახეობის პროდუქტი სპეციალური სტიკერით გავა, ეს გახლავთ ჩვენი ფონდის ლოგო მინიშნებით "პროდუქტის შეძენით თქვენ ეხმარებით ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს". კომპანია პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხის 10%-ს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადმორიცხავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის 300 თანამშრომელი ხელფასიდან მუდმივი დავალების სახით შემოსწირავს თანხას ფონდს.
მადლობა სამაგალითო Meatana/მითანა-ს, ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის!
დონაციის შედეგები
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
25.11.2025
100
17.11.2025
80
23.09.2025
100
05.09.2025
5
01.09.2025
20
29.07.2025
10
ჯამური თანხა : 11204.2
