21 ოქტომბერს, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი", სამწლიანი მუშაობის აღსანიშნავი აქციის ფარგლებში "მადლობა მეგობრებს", საქპატენტს ესტუმრა.
ფონდის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს ქველმოქმედებისათვის, მხარდაჭერისათვის, 2 წლიანი სტაბილური თანამშრომლობისათვის. საქპატენტი ერთ-ერთი ყველაზე ჩართული ორგანიზაციაა ჩვენს შემომწირველებს შორის, რომელშიც მთელი კოლექტივი იღებს მონაწილეობას ხელფასებიდან ყოველთვიური შემოწირულობების სახით. სწორედ ამგვარი ჩართულობის შედეგია, რომ ფონდმა არსებობის მანძილზე 146 ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იზრუნა და 1 მილიონ 600 ათასი ლარით დააფინანსა ბენეფიციართა ჯანმრთელობისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისები.
აქციის ფარგლებში ფონდის წევრები ყველა მხარდამჭერ ორგანიზაციასა და კომპანიას პირადად ესტუმრებიან მადლობის სათქმელად და მცირე ანგარიშის წარსადგენად.
ამჟამად ვეხმარებით
მადლობა საქპატენტის კოლექტივს
დონაციის შედეგები
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2