ამჟამად ვეხმარებით

ელენე მერმანიშვილი

ელენეს შესახებ მისი გმირი დედა გვიყვება: 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

2018 წლის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, მეექვსე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად, ამ დროის განმავლობაში, 308 ბავშვს დავეხმარეთ,

ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც დავკარგეთ ბევრი სიცოცხლე, ნათელი მათ ანგელოზ სულებს, მათი ხსოვნისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას სხვათა სიცოცხლისათვის. 
2018 წელი ფონდისთვის ფინანსური კრიზისის წელი გამოდგა, სამწუხაროდ, უარის თქმა მოგვიხდა არაერთ განცხადებაზე თანხების არქონის გამო, 2018 წლის განმავლობაში დახარჯული თანხის 80% ბენეფიციართა და მათი მშობლებისათვის ბილეთების შეძენაზე დაიხარჯა, 12% მედიკამენტებზე და დარჩენილი თანხა კვლევებსა და მკურნალობაზე.   ფონდის სახსრებიდან 2018 წელს სულ 243 597 ლარი გაიცა.

მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 6 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.

 გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის ჩვენს ვებგვერდზე  მოძებნე დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულე ოპერაცია, დაეხმარე თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 

შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

GEO
ENG

დონაციის შედეგები

17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge