ამჟამად ვეხმარებით

ნუცა წიკლაური
ნუცა წიკლაური 2 წელია ფონდის ბენეფიციარია, იმ დღიდან, როდესაც პატარას ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს.
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა ჰემოლიზურ ანემიათა ჯუფის დაავადების - დიდი თალასემიის დიაგნოზი და 26.08.2015 წელს მედიპოლ მეგაში, ნათესაური (და) დონორისგან ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
სალომე ტყემალაძე
3 წლის სალომეს ზაფხულში თავი ასტკივდა. პედიატრმა მწვავე ტონზილიტის დიაგნოზი დასვა, ჩატარდა ტონზილექტომია, ბავშვის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა, ტკივილი კისრის მიდამოში გავრცელდა, საერთო სისუსტემ იმატა.

2019 წლის პირველი მეოთხედის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, მეექვსე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძვის. ჩვენ ერთად უკვე 344 ბავშვს დავეხმარეთ. 
2019 წლის დასაწყისიდან დღემდე 46 მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ბენეფიციარებს დაუფინანსდათ ფონდის მიერ კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან 2019 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ჯამში 44 788 ლარი გაიცა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 6 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
 
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაცია შესაძლებელია აქვე, ჩვენს ვებგვერდზე,  მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
#გავ1ანდეთსიკეთისათვის

დონაციის შედეგები

01.09.2022
200
15.07.2022
5
06.04.2022
10
29.03.2022
5
18.03.2022
10
02.03.2022
10
03.02.2022
5
20.01.2022
50
31.12.2021
10
25.12.2021
100
ჯამური თანხა : 7787.200000000001

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge