ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ახალი წიგნის საქველმოქმედო პრეზენტაცია

დუშეთის კულტურის სახლში პოეტ მამუკა ოჩიაურის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის გადაწყვეტილებით წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" ჩაირიცხა ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.  "დავიბადე 1977 წელს პირიქითა ხევსურეთში, არხოტის თემში, სოფელ ახიელში.

ერთი წლისაც არ ვიქნებოდი რომ ჩვენი ოჯახი ბარში - დუშეთის რაიონის სოფელ მლაშეში გადმოსახლდა. ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი გავატარე ბარად, თუ არ ჩავთვლი წელიწადში ერთხელ, ხატობაში ( ათენგენობა ) წასვლას მთაში,მაგრამ ეს იმხელა ენერგიას მაძლევდა ბავშვს, რომ მთელი წელი მყოფნიდა . კალამი ბავშვობიდანვე ჩემი მეგობარი და თანამგზავრია.ბავშვობიდან ვწერ და ნამუშევრებს ვაქვეყნებდი იმდროინდელ საბავშვო ჟურნალ - გაზეთებში.
ახლა გამოვეცი პირველი ლექსების კრებული.მინდა, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაცია საქველმოქმედო იყოს მე , ჩემი მეგობრები, ჩემი პოეზიის ქომაგები გავერთიანდით ამ საშინელი სენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად.
 ვისურვებდი, რომ მთელი საქართველო ჩაერთოს მსგავს პროექტებში.მოვუწოდებ ყველა ხელოვანს დაეხმაროს ავადმყოფ ბავშვებს შეძლებისდაგვარად !
ღმერთი იყოს მომავალი თაობისა და სრულიად საქართველოს მფარველი და შემწე !
სიკეთე გადამდებია !" - გვწერს მამუკა ოჩიაური.
პოეზიის საღამო-პრეზენტაციას პოეტი ტარიელ ხარხელაურიც ესწრებოდა, მან განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეაფასა მამუკას პოეზია და განსაკუთრებით დააფასა მისი კეთილი გადაწყვეტილება, წიგნების გაყიდვით მიღებული თანხის ფონდისათვის შემოწირულობის სახით გადაცემაზე. 
ფონდის წევრებისა და ბენეფიციარების სახელით მადლობას ვუხდით მამუკა ოჩიაურს სიკეთისათვის, ქველმოქმედებისა და თანადგომისთვის. 

 

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge