ამჟამად ვეხმარებით

დემეტრე ჭელიძე

"4 წლის დემეტრეს მოულოდნელად  ცხელება დაეწყო. სიცხეები მერყეობდა 38.5-39 გრადუსამდე და ის იმყოფებოდა სიცხის დამწევის (ნუროფენი) ზემოქმედების ქვეშ, რასაც ექვემდებარებოდა და სიცხეებს შორის თავს გრძნობდა კარგად.

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,

2019 წლის მეორე მეოთხედის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, მეექვსე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძვის. ჩვენ ერთად უკვე 363 ბავშვს დავეხმარეთ. 
2019 წლის დასაწყისიდან დღემდე 84 მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. აქედან, წლის მეორე კვარტალში (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) მოვემსახურეთ 38 ბენეფიციარს, საერთო ჯამში 54 განცხადება დაკმაყოფილდა.   ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან 2019 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით ჯამში 81004 ლარი გაიცა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 6 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
 
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაცია შესაძლებელია აქვე, ჩვენს ვებგვერდზე,  მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
#გავ1ანდეთსიკეთისათვის

დონაციის შედეგები

23.09.2019
5
17.09.2019
50
29.08.2019
5
26.08.2019
5
14.08.2019
21
10.08.2019
70
02.08.2019
10
29.07.2019
10
28.07.2019
100
19.07.2019
38
ჯამური თანხა : 5140

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge