ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ვიბრძოლოთ ერთად კიბოს დასამარცხებლად!

ეს ღია წერილი,ყველა ჩვენგანს, ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენს გადარჩენას ეხება! რამდენიმე დღის წინ, ონკოლოგიის საერთაშორისო დღე იყო. საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, რა გააკეთა ჩვენმა ფონდმა ამ სამი წლის განმავლობაში? კეთილი ადამიანების დახმარებით, დიმიტრი ცინცაძის სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი სამი წლის განმავლობაში 159 შვილობილს დაეხმარა. 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და 126 ბავშვის სიცოხლე გადავარჩინეთ. და ეს ბავშვები გამოჯანმრთელდნენ. აქვე მინდა ყველა შემომწირველს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადავუხადო ქველმოქმედებისათვის. დიდი მადლობა თითოეულ თვენთაგანს, რომ არა თქვენ, ჩვენ ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით. სხვებს კი კვლავ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე. დარეკეთ 09 01 08 08 06. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, გვიხარია, ბედნიერია ჩვენი ფონდის ყველა წევრი ამ ბავშვების გამოჯანმრთელებით, მაგრამ ჩვენი გარდაცვლილი შვილობილების რიცხვმა ამ სამ წელიწადში უკვე 33-ს მიაღწია. მე პირადად ვიცნობდი მათ და უმრავლესობა ბოლო გზაზე მყავს გაცილებული, დამიჯერეთ, ძალზედ რთულია ამ უბედურების ყურება და გაძლება. მე მათ სახეებს თითქმის ყოველ ღამე ვხედავ სიზმარში და აფორიაქებულს, გულგახეთქილს მეღვიძება ... რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? მოგახსენებთ: ორი დღის წინ, ტელეფონით დამიკავშირდა ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტი და მთხოვა, ონკოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დახმარება გამეწია. მიმეცა გამოცდილი ონკოლოგის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც რჩევებს მისცემდა მკითხველს. როდესაც საუბარი დავამთავერეთ, თავად გავაანალიზე, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის თავს , ონკოლოგიასთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, დახმარებას უწევს მხოლოდ 0-დან 18 წლამდე ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებთ დაავადებულ ბავშვებს. სამწუხაროდ, თანხების უქონლობის გამო, ზრდასრულ ადამიანებს ვერ ვეხმარებით, მაგარამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ კონსულტაციებს ვიძლევით და ჩვენს კონტაქტებს მაინც ვიყენებთ მათ დასახმარებლად და დასაკვალიანებლად. მათთან საუბარი ძალიან ძნელია და რთული. ასეთი ადამიანების რაოდენობა, კვირაში 40- 50 -ია. მე მათ დახმარებაზე უარს ვეუბნები , მაგრამ იმედს არ ვუკლავ, სიცოცხლისთვის საბრძოლველად რომ განვაწყო. თუმცაღა, ყოველი ასეთი საუბარი მკლავს, მანადგურებს და დანაშაულის გრძნობას მიჩენს, როგორც მე, ასევე ჩვენი ფონდის ყველა წევრს. ყველა ნორმალური ადამიანი გამიგებს რას გრძნობს კაცი მსგავსი საუბრების შემდგომ. ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ფონდის ზემოთ ჩამოთვლილი შედეგების, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიის და სხვა ფონდების დიდი შრომის მიუხედავად, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები კი არ მარცხდება, ის უფრო მატულობს და უფრო მეტი და მეტი ადამიანი ავადდება ამ საშინელი სენით. რისი ბრალია ეს ყველაფერი? დიდწილად ჩვენი! დიახ, ჩვენი! ყველა ჩვენგანის ბრალია! რატომ? მოგახსენებთ - ჩვენი უმოქმედობის გამო! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და მათ შორის მეც, არაერთხელ გაგვიკეთებია რეპორტაჟები ამ საკითხზე. მაგალითად, კიბოს გამომწვევ ისეთ მასალაზე, როგორიცაა აზბესტი. კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, აზბესტი წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას, რადგან ის ზრდის კიბოთი დაავადების რისკს. 53-მა ქვეყანამ, აკრძალა მისი გამოყენება, თუმცა, საქართველოში ათიათასობით ტონა აზბესტი მაინც შემოდის, თავისუთლად იყიდება აზბესტის შიფერი, ავტომანქანის სამუხრუჭე აზბესტის შემცველი ხუნდები, აზბესტის მილებით მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი. ამ დროს, ხელისუფლება დუმს, არაფერს არ იმჩნევს და არაფერს არ აკეთებს. ამ დროს მთელი ქვეყანა , ყველა ჩვენგანის ჩათვლით, დუმს! თბილისში, ჩვენს დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰაერის დამაბინძურებელი სწორედაც რომ ტრანსპორტი და მათგან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებებია. მანქანების უმრავლესობას არ აქვს კატალიზატორი. მანქანების მფობელების უმრავლესობა იყენებს იაფფასიანი აზბესტის შემცველ სამუხრუჭე ხუნდებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია და თავისუფლად იყიდება ბაზარზე, მათ შორის კი ყველაზე დიდი რაოდენობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოდის. ტრანსპორტიდან გამოყოფილი ნივთიერებები ხომ ძირითადად ჰარეში მტვრის სახით კონცენტრირდება. მტვერი თბილისში დასაშვებ ნორმას სამჯერ აჭარბებს. საწვავში გოგირდის დონე ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, 60 ჯერ მეტია. დამაბინძურებელი ნივთიერებები კი ჰაერში სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვიდან ხვდება. მუნიციპალურ ტრანსპორტს, შესაბაბისად დიდი სამუხრუჭე ხუნდები ესაჭიროება და გამოფრქვევაც მეტია. ყოველ გაჩერებაზე დამუხრუჭების შედეგად,იმ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანი ჩაისუნთქავს ამ დაბინძურებულ მტვერს, რომელიც შეიცავს კანცეროგენს და ყველა ის ადამიანი, კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ არის... გარდა ამისა, არ არსებოს სახელმწიფო კონტროლი, კანცეროგენული ნივთიერების ლაბორატორია საბაჟოზე, სადაც შემოწმდება შემოტანილი პროდუქტი. ამას ყველაფერს ამძიმებს ის ფაქტორი, რომ თბილისში გამწვანება თითქმის არ არსებოს და რაც არსებობს, იმასაც ვანადგურებთ. ჩვენ ერთად გადავაქციეთ ჩვენი დედაქალაქი- თბილისი სასაკლაოდ, რომელიც ნელი სიკვდილით გვემუქრება ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, თანამდებობისა, პრეზიდენტს, მინისტრსა თუ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. ჩვენ ყველანი ონკლოგიური დაავადების რისკის ქვეშ ვართ. ის უზარმაზარი თანხები, რომლებსაც ჩვენი მთავრობა ხარჯავს საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევაზე, თბილისის მერია ზდასრული ადამიანების ჯანდაცვის პროგრამაზე, ჩვენი ფონდი ჩვენს ბავშვებზე და კიდევ სხვა ფონდები და ორგანიზაციები, ეს მილიარდობით ლარი წყალში გადაყრილი ფულია, თუ ჩვენ არ დავიწყეთ ამ ყველაფრის სწრაფი ძირეული გამოსწორება. ჩვენი მომავალი, ჩვენი არსებობა პლანეტა დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული. განა არ სჯობს, თუნდაც ერთი ათეული კერძო კომპანია გაკოტრდეს, ვიდრე ჩვენ ჩვენი ხალხი ნელი, საშინელი სიკვდილისთვის გავიმეტოთ?! განა არ გვირჩევნია, შემოწმდეს ყველა საწვავი და იყოს საწვავის ევროპული ხარისხი საქართველოში?! განა არ გვირჩევნია, გავანადგუროთ ყველანაირი აზბესტის მქონე მასალა, რაც კი არსებობს საქართველოს მოსახლეობაში და შევცვალოთ სხვა, ეკოლოგიურად სუთა მასალებით?! განგაშის ზარების დრო დადგა მეგობრებო! სასაფლაოების უკიდეგანობაა საქართველოში. კმარა! დავიწყოთ ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ისევ ჩვენ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ვიბრძოლოთ ერთად !!! 1. აიკრძალოს აზბესტის შემცველი ყველანაირი პროდუქციის შემოტანა საქართველოში. 2. შიცვალოს ყველა აზბესტის სახურავი, სასმელი წყლის აზბესტის მილები ჩანაცვლდეს სხვა, ეკოლოგიურად სუფთა მასალით. 3. მკაცრად გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი და არ დაიშვას 60-ჯერ მეტი გოგირდის და ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში. შეწყდეს დაბალხარისხიანი ნავთოპროდუქტების შემოტანა. 4. თბილისის მერიამ მიიღოს დადგენილება გაუბედურებული მუნიციპალური ტანსპორტის სასწრაფო ჩანაცვლებაზე, უკეთესად გამართული ავტობუსებით. აკრძალოს იაფფასიანი სამუხრუჭე აზბესტის შემცველი ხუნდების შეძენა. 5. მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტყეებიდან, ხეების ფესვიანად გადმორგვა თბილისში. დაირგოს რაც შეიძლება ბევრი ხე და რაც შეიძლება სწრაფად, თბილისში დიდი რაოდენობით ჟანგბადის აკუმულირებისათვის. 6. მოხდეს ახალგაზრდა ნერგებისა და მათს გასაზრდელად კომპიუტერული წვეთოვანი სარწყავი მილების შეძენა-შემოტანა. 7. სასწრაფოდ შემოღებულ იქნას დედაქალაქში იაპონური მოდელი, ერთიდღე კენტი ნომრის მქონე და მეორე დღეს ლუწი ნომრის მქონე ავტომობილების მოძრაობის უფლებით ქალაქში, რაც განტვირთავს თბილისში მოძრაობას, დედაქალაქში შემცირდება საცობები. 8. არ დაიშვას არც ერთი მანაქანა კატალიზატორის გარეშე და ეს გაკონტროლდეს მკაცრად. 9. გაკონტროლდეს საქართველოში შემოტანილი საკვები ყველა პროდუქტი და არ დაიშვას საშიში ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტები. 10. თბილისის მერიის მიერ აიკრძალოს ქალაქის გამწვანების ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემა. მოხდეს კანონის გამკაცრება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით და ხის მჭრელი, ძალიან მკაცრად დაისაჯოს. 11. მოხდეს ახალგაზრდა ონკოჰემატოლოგების გადამზადება და მოლეკულური ლაბორატორიის, ტრანსპლანტაციის ცენტრის შექმნა რაც შეიძლება მალე საქართველოში და თუ ეს სახელმწიფოს არ შეუძლია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიწყოთ მახათის მთის ღვთიშობლის ეკლესიის მსგავსად ამ თანხების მობილიზება და თავად ავაშენოთ ეს ცენტრი! თუ გიყვართ თქვენი ქვეყანა -საქართველო და თქვენი ერი, თუ გიყვართ თქვენი ოჯახი, შვილები და საკუთარი თავი, სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ! განგაშის ზარების რეკვის დრო დადგა, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან საპასუხისმგებლო, სერიოზული პრობლემის წინაშე, თუ გვინდა, რომ კიბო დავამარცხოთ ჩვენს ქვეყანაში. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენი ერი განწირულია (ღმერთმა არ ქნას!), ვიბრძოლოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ეს არის რჩევა, გეგმა ჩვენი ერის გადასარჩენად, ონკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, რომელიც უკვე, სამწუხაროდ, დიდიხანია დაწყებულია და არავინ არაფერს არ ვაკეთებთ მის აღმოსაფხვრელად! ნუ გვგონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება! მწარედ ვცდებით. ეს ყველა ჩვენგანის ვალია!!! პატივისცემით, კახაბერ ჯანაშვილი

დონაციის შედეგები

01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
ჯამური თანხა : 10673.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge