ამჟამად ვეხმარებით

ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
ერთად #ბექასთვის
ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია,
ბექა ფიფია
ბექა 8 წლისაა, ის მხიარული, აქტიური, გონიერი ბიჭუნაა, უყვარს სპორტი, ფეხბურთს ხშირად თამაშობს, მუხლებსაც იტყავებს და არც მისი ჩალურჯებული ფეხი გაკვირვებიათ მშობლებს, აპრილის თვეში ოდნავ გაუმიზეზდა იარა და ექიმს მიმართეს,
მარიამ გეგუჩაძე
3 წლის მარიამს რამდენიმე თვის წინ დედამ მარჯვენა ხელზე შესიება შენიშნა. პირველადი კვლევებით ბავშვს განგლიონევრომის დიაგნოზი დაუსვეს,
ბაჩი კაკალაძე
ბაჩი 17 წლისაა, ქობულეთიდან. 2 წლის წინ, სახეზე, მარჯვენა მხარეს  მტკივნეული შეშუპება გაუჩნდა, ანტიბიოტიკების ფონზე მოცულობითი წარმონაქმნი არ შემცირებულა. ჩატარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ მესამე წელია ვებრძვით -თავ-კისრის ლოკალიზაციის ალევორალური რაბდომიოსარკომა (მე-3 სტადია).
ბექა ფიფია
ბექა 8 წლისაა, ის მხიარული, აქტიური, გონიერი ბიჭუნაა, უყვარს სპორტი, ფეხბურთს ხშირად თამაშობს, მუხლებსაც იტყავებს და არც მისი ჩალურჯებული ფეხი გაკვირვებიათ მშობლებს, აპრილის თვეში ოდნავ გაუმიზეზდა იარა და ექიმს მიმართეს, პედიატრმა პირველადი ანალიზების აღება ჩათვალა საჭიროდ, პასუხი ყველასთვის მოულოდნელი იყო, დიაგნოზი იაშვილის კლინიკაში დაისვა - მწვავე მიელოიდური ლეიკემია. მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის დაწყება სასწრაფო და გადაუდებელია. ბექა მკურნალობას ისრაელში, შიბას კლინიკაში გააგრძელებს, ფონდმა ბავშვის და მშობლის ტრანსპორტირება უზრუნველყო, წინ ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა სიცოცხლისათვის, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარებით ოჯახს ფინანსურად, თუმცა მოთხოვნილი თანხის, 350 ათასი დოლარის შეგროვება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, თქვენი, ჩვენი მეგობრების, კეთილი ადამიანების იმედად, გვჯერა, ბექასაც გადავარჩენთ.

დონაციის შედეგები

19.07.2018
20
16.07.2018
30
13.07.2018
200
03.07.2018
10
30.06.2018
20
27.06.2018
30
22.06.2018
3
16.06.2018
10
31.05.2018
20
25.05.2018
10
ჯამური თანხა : 2888

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge