„13 წლის წინ, ამ დროს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი. დრო ჭიანურდებოდა და იმედი, რომ პრობლემები გადაიჭრებოდა, ქრებოდა. პატარა, დარდისგან გათანგულ გულზე ბრაზი მერეოდა. მზად ვიყავი, მთელი მსოფლიოსთვის ზურგი მექცია და პატარა ყუთში დავმალულიყავი, ოღონდ ავრიდებოდი ამ პრობლემებს.
დეკემბერი ჩემთვის მძიმე თვეა, 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...
