2 წლის თეკლა სამყურაშვილი ფონდის ახალი ბენეფიციარია. ის ისრაელში,
ედმონდ და ლილი საფრას კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მოხვდა.
ტერატომა (თანდაყოლილი, რთული აგებულების მრავალქსოვილიანი სიმსივნე),
კლინიკაში ჩაყვანისას თვითხრწნად მდგომარეობაში იყო, ბავშვის
მდგომარეობა, შესაბამისად - მძიმე.
თეკლას სადიაგნოსტიკო მკურნალობა ფონდმა "სოლიდარობა" დააფინანსა,
ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია დაინიშნა. ოჯახმა
გარკვეული თანხების მობილიზება თავად მოახერხა. დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდმა თეკლას სიცოცხლის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წილი
შეიტანა. მისი მკურნალობა 15 ათასი დოლარით დაფინანსდა. ჩვენ ეს
თქვენთან ერთად შევძელით, ვინც თუნდაც ერთ ლარს დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდის ანგარიშზე რიცხავთ. თეკლას კიდევ ერთი ოპერცია წინ
აქვს, მას შინ ტყუპისცალი დაიკო ელოდება, ოჯახს თქვენი, ჩვენი,
ქველმოქმედი, გულისხმიერი ადამიანების იმედი აქვს.
ამჟამად ვეხმარებით
დონაციის შედეგები
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
ჯამური თანხა : 10673.2