ანასტასია გიორგობიანს ავთვისებიანი ჰისტიოციტოზის დიაგნოზი 1 წლის
ასაკში დაუსვეს. პატარას ციტოზარის 7 ბლოკი ჩაუტარდა.
ქიმიოთერაპიითა და ჰორმონოთერაპიით ვერ იქნა მიღწეული დაავადების
რეგრესი, ამის გამო ბავშვი თურქეთში მედიპოლის კლინიკაში გადაიგზავნა.
ანასტასია მალე 3 წლის შესრულდება. ის ამ ეტაპზე თურქი და ქართველი
ექიმების მუდმივი კონტროლის ქვეშაა. მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, როგორც თანადამფინანსებელი,
აგრძელებს ანასტასიას მხარდაჭერას, ამ ეტაპზე ის მედიპოლის კლინიკაში
ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, სამომავლოდ სავარაუდოდ დაიგეგმება
ოპერაციული ჩარევა.
საკონტაქტო პირი: დემურ გიორგობიანი (მამა) - 514088855