დავითს 9 წლის ასაკში იუნგის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს, 2012 წელს
გაკეთდა ოპერაცია და მოხდა მუხლის სახსრისა და წვივის დიდი ნაწილის
პროთეზირება. თითქმის ყოველ შემდეგ წელს პროთეზის დაზიანების გამო
ახალი ოპერაცია უტარდებოდა დათოს. ამავდროულად, ბავშვის ზრდასთან
ერთად, ტარდებოდა ოპერაციები პროთეზის სიგრძის კორექციის მიზნით
პარიზის კლინიკაში.
დავითი ახლა 15 წლისაა, მსგავსი პრობლემები ისევ აწუხებს, ამ ეტაპზე
სიარული უჭირს და ტკივილები აწუხებს, რენდგენოგრამაზე კიდურის ღერძისა
და პროთეზის 18 გრადუსიანი გადახრა დაფიქსირდა, პროთეზის მთლიანობა
კვლავ დარღვეულია. კიდურის სიგრძე 5 სანტიმეტრამდე დამოკლებული.
მკურნალი ექიმის დასკვნით სასწრაფო წესით უნდა ჩატარდეს მორიგი
ოპერაცია და პროთეზის შეცვლა. დავითის მკურნალობას და ოპერაციებს
ჯანდაცვა და სოლიდარობის ფონდი აფინანსებს, ჩვენი ფონდი პაციენტისა და
მისი დედის ყოველ მგზავრობას პარიზში სრულად აფინანსებს.