ბექა 8 წლისაა, ის მხიარული, აქტიური, გონიერი ბიჭუნაა, უყვარს
სპორტი, ფეხბურთს ხშირად თამაშობს, მუხლებსაც იტყავებს და არც მისი
ჩალურჯებული ფეხი გაკვირვებიათ მშობლებს, აპრილის თვეში ოდნავ
გაუმიზეზდა იარა და ექიმს მიმართეს,
პედიატრმა პირველადი ანალიზების აღება ჩათვალა საჭიროდ, პასუხი
ყველასთვის მოულოდნელი იყო, დიაგნოზი იაშვილის კლინიკაში დაისვა -
მწვავე მიელოიდური ლეიკემია. მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის დაწყება
სასწრაფო და გადაუდებელია. ბექა მკურნალობას ისრაელში, შიბას
კლინიკაში გააგრძელებს, ფონდმა ბავშვის და მშობლის ტრანსპორტირება
უზრუნველყო, წინ ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა სიცოცხლისათვის, ჩვენ
შეძლებისდაგვარად დავეხმარებით ოჯახს ფინანსურად, თუმცა მოთხოვნილი
თანხის, 350 ათასი დოლარის შეგროვება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება,
თქვენი, ჩვენი მეგობრების, კეთილი ადამიანების იმედად, გვჯერა,
ბექასაც გადავარჩენთ.