დემეტრე ჩიტორელიძე 2 წლისაა, გასული წლის მარტიდან მკურნალობს
კლინიკა ლაიფმედში, დიაგნოზი - ემბრიონალური რაბდომიოსარკომა.
მშობლებმა პატარას მარჯვენა მხრის მიდამოში მცირე წარმონაქმნი
შენიშნეს. სასწრაფოდ მიმართეს ექიმს, არასაიმედო პროგნოზის შემდეგ
ბიოფსიის ანალიზი გერმანიაშიც გაიგზავნა.
მკურნალი ექიმის დანიშნულებით დემეტრეს ქიმიოთერაპიის 8 კურსი
ჩაუტარდა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი იმყოფება დაცვით
თერაპიაზე. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს ფონდი აწვდის.
საკონტაქტო პირი: მარეხი (დედა) - 595240074