„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი
სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული
ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,
ექიმ სოფიო შარაშიძის სურათების გამოფენა ფონდის დასახმარებლად
სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა,
სწორედ ამ ეგიდით და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით
გაიმართა ცენტრის ექიმ-ციტოლოგის სოფიო შარაშიძის ადამიანის უჯრედების
უნიკალური სურათების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
ექიმის მიერ მხატვრულად ასახული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი
სიმსივნეების ციტოლოგიური სურათები 2 დღის განმავლობაში იყო
გამოფენილი გალერეა Iart-ში. გაყიდული სურათებიდან შემოსული თანხა
1040 ლარი სრულად გადმოირიცხა ჩვენს ფონდში
ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა
მხარდასაჭერად.