დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ფონდში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ყოველთვიურად თანხებს რიცხავს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ფონდის წარმომადგენლებმა ფონდში გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მადლობა გადაუხადეს ფონდის მუშაობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო. ორგანიზაციას 2 წლის განმავლობაში ერთგულებისათვის სამადლობელი სიგელი გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სამომავლოდაც გააგრძელებს ქველმოქმედებას ფონდის ანგარიშზე.
„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი
სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული
ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,