დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 258 ბავშვს დავეხმარეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში (მაისი, ივნისი, ივლისი) შევაგროვეთ და გავეცით 62208 ლარი. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით.
6 ივნისს, ჩვენი ბენეფიციარის, ნიკოლოზ ჯანელიძის დასახმარებლად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა წარმოგიდგენეს მიუზიკლი„ "დისნეის პიტერ პენი“. 4 წლის ნიკოლოზს ესაჭიროება ზურგის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია . რეაბილიტაციის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნიკოლოზმა შეძლოს სიარული.