გრძნობა, რომელიც გიპყრობს, აუტანელია, და გაუსაძლისი. ფიქრი იმაზე, რომ მათ სიაში მოხვდები, ვის მიმართაც საზოგადოებას სიბრალულის გრძნობა ეუფლება და წუთი, როდესაც სარკეში ჩახედვისას „მას“ უკვე საკუთარ თვალებში ხედავ,
იცით რამხელა ძალა აქვს ერთ დღეს, ერთი ტელეფონის ზარზს ან ერთ სიტყვას? გიფიქრით, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს თქვენი ცხოვრება შეიცვლება? შენს ცხოვრებაში შემოიჭერება „სიახლე“, რომელიც სწრაფად იქცევა ჩვევად. პანიკა მოგიცავს, შენს მთელ არსებას დაეუფლება, მარტო დარჩენილს შიში შეგიპყრობს.
როდესაც ხარ ბავშვი, ცხოვრობ ლამაზი ცხოვრებით, სწავლობ კარგად, გიყვარს მეგობრები, შენიანები, სიცოცხლე გიხარია.... და უცებ მოხდება ყველაზე საშინელი სასჯელი შენს ცხოვრებაში, სახელად - სიმსივნე.