ამჟამად ვეხმარებით
ჩემი ავადმყოფობა თითქმის აღარც მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედიკოს ცრემლიანი თვალები, მახსოვს ბავშვების ტირილი და ბევრი ტკივილი, ეს ალბათ არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ იყო ბედნიერი წუთებიც, ერთხელ ოთარ ტატიშვილი გვესტუმრა, ეს იყო ყველაზე კარგი, რაც მახსენდება ჩემი საავადმყოფოში ცხოვრების პერიოდიდან...
5 წლის წინ, 2013 წლის 12 ოქტომბერს მე დავწექი იაშვილის კლინიკაში. პირველად რომ მითხრეს ჩემი დიაგნოზი, ვერ გავაცნობიერე რას ნიშნავდა და დიდად არ შემშინებია. დედა ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მე არ მაგრძნობინებდა, სულ მეფერებოდა და მანუგეშებდა.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ხუთი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად, ამ დროის განმავლობაში, 282 ბავშვს დავეხმარეთ.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ხუთი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 278 ბავშვს დავეხმარეთ.
"სმარტის" ერთგულ მომხმარებლებთან და დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხუთი წლის წინ, ამ დროს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გავდიოდი მკურნალობას. დრო ჭიანურდებოდა და ფიქრი იმისა, რომ პრობლემები გადაიჭრებოდა, იკლებდა. პატარა, დარდისგან გათანგულ გულზე ბრაზი მერეოდა. მზად ვიყავი, მთელი მსოფლიოსთვის ზურგი მექცია და ოთკუთხედ ყუთში დამალული ავრიდებოდი პრობლემებს.
მე ვარ ელენე ცერცვაძე, უკვე 15 წლის. პირველად, როდესაც იაშვილის კლინიკაში დამაწვინეს, 14 წლის ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იყო,
"დეე, მიიღე ეს, როგორც ზღვარგადასული სიყვარული შენდამი...
ეს ფოტო მიყვარს... ჩვენი სიყვარულით სავსე ფოტო. მიყვარს, როგორც ამ ფოტოზე მეხუტები. მიყვარს, როცა შენი ნაზი სახის კანი ჩემს ჯერ კიდევ ბავშვურ, სათუთ კანს ეხება. მიყვარს შენი მზრუნველი თვალები, შენი ღიმილი, რომელიც ასე გიხდება. მიყვარს შენი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი.
ერთხელაც შეიძლება გათენდეს და მთლიანად შეიცვალოს შენი ცხოვრება.იმ დღიდან იწყება ომი შვილისთვის,მისი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის....გადის დრო...ბევრი წვალებით...მკურნალობის , შიშის ცრემლის და იმედის მერე მოიგებ მთავარ ბრძოლას სიცოცხლისათვის...