ამჟამად ვეხმარებით
სიახლეები
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში
თბილისის მე-12
პენიტენციური დაწესებულების
მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო
გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
5 მსჯავრდებულის
მიერ შექმნილი
საეკლესიო ხატები და სამაჯურები პატრიარქის კურთხევით და
კომპანია "ჯეპრას" ორგანიზებით გამოიფინა გალერეაში.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა და არქი ჯგუფმა საქველმოქმედო
თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
არქი ჯგუფმა ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ
პატარებს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მზრუნველობა.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა" მაისის თვეში კიდევ 24
ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეძლო, რაც თანხობრივად 28 151 ლარს
შეადგენს.
23 900 ლარი - ასეთი ფინანსური შედეგით დასრულდა აუქციონი, რომელიც 17
წლის ქეთი მჟავანაძის დასახმარებლად გაიმართა!
‘’დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1
ივნისს, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქველმოქმედო აუქციონს
მართავს. აუქციონზე გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა ლეიკემიითა და
სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
აპრილის თვეში "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა"
კიდევ 33 ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეძლო, რაც თანხობრივად
46 708 ლარს შეადგენს.
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი ანი-Z დიდი ხანია
ჩვენი მეგობარია, სკოლის პედაგოგები, ბავშვები და მათი მშობლები
აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში,
აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს, კონცერტებს და შემოსულ თანხებს
ქველმოქმედებას ახმარენ.
ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მეუღლის მანანა ზარიძისა და
ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ალექსანდრე ხატისკაცის
ინიციატივით, საქართველოს საელჩოს
შენობაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დიმიტრი ცინცაძის სახელობის
ფონდის მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით
დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე
ჩაინიშნა. გიმნაზია " შავნაბადას" სცენაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის
მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი "ბრემენელი მუსიკოსები"
ითამაშეს.
წინასააღდგომოდ, დიდ ხუთშაბათს, ჩვენს მეგობარ "ჭიტასთან" ერთად
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წევრებმა ჩვენი პატარა
შვილობილები მოვინახულეთ.
დონაციის შედეგები
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
10.02.2023
400
06.02.2023
20
25.12.2022
1000
ჯამური თანხა : 9772.2